saqarTvelos tbebi - bareTis tba
მდებარეობა | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°39`34` ჩ. გ. 44°10`28` ა. გ. |
ფართობი | 1.24 კმ² |
მოცულობა | 1.10 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 0.82 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1.3 მ |
აუზის ფართობი | 9.3 კმ² |
სინონიმი: ბაშქოი.
ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ, ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიღრმე 0,82 მ.
მოქცეულია სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.